მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” სერის ტრანსფერში მარლონს ჩართავს

“ბარსელონა” სერის ტრანსფერში მარლონს ჩართავს

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” მზადაა, ჟან-მიკაელ სერის გადაბირების სანაცვლოდ, მარლონ სანტოსი “ნიცაში” ერთი წლით გაანათხოვროს.

მარლონი “ბარსელონაში” გასულ ზაფხულში იჯარით გადავიდა. მან პირველი სეზონი “ბარსა ბ”-ში ჩაატარა, რამდენჯერმე თავი პირველ გუნდშიც გამოიჩინა და კატალონიელებმა ახალგაზრდა ცენტრალური მცველი გამოისყიდეს.

ვრცელდებოდა ცნობები, რომ მარლონს, ახალი სეზონისთვის, პირველ გუნდში გადაიყვანდნენ. თუმცა, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ერნესტო ვალვერდეს მე-4 მცველად ტომას ვერმალენი სურს. მარლონს კი “ბარსა” ჟან-მიკაელ სერის ტრანსფერში გამოიყენებს და მას ერთი წლით “ნიცაში” გაანათხოვრებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში