“ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონატის 2017/18 წლების გათამაშება “ბეტისთან” 3 ქულის აღების დაიწყო. კატალონიურმა გუნდმა პრიმერას პირველი ტურის შეხვედრა ზედიზედ მეცხრედ მოიგო.
ბოლო შემთხვევა, როდესაც “ბარსამ” ლა ლიგის პირველ ტურში ვერ იმარჯვა, 2008 წელს, პეპ გვარდიოლას სადებიუტო სეზონში მოხდა. მაშინ, კატალონიელები “ნუმანსიასთან” ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.
მას შემდეგ, “ბარსელნონამ” ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ასეთი ანგარიშები დააფიქსირა:
2009 – ბარსელონა-ვალიადოლიდი 4:0
2010 – რასინგი-ბარსელონა 0:3
2011 – მალაგა-ბარსელონა 1:4
2012 – ბარსელონა-სოსიედადი 5:1
2013 – ბარსელონა-ლევანტე 7:0
2014 – ბარსელონა-ელჩე 3:0
2015 – ბილბაო-ბარსელონა 0:1
2016 – ბარსელონა-ბეტისი 6:2
2017 – ბარსელონა-ბეტისი 2:0
როგორც ხედავთ, “ბარსელონა” პრიმერას გათამაშებას სტაბილურად კარგად იწყებს. წინა 8 შემთხვევიდან 5-ჯერ, კატალონიელებმა კარგი სტარტი ჩემპიონობით დაასრულეს.



