მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” მაღაზიებში პაულინიოს მხოლოდ 1 მაისური გაიყიდა

“ბარსელონას” მაღაზიებში პაულინიოს მხოლოდ 1 მაისური გაიყიდა

უკვე ერთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც პაულინიო “ბარსელონას” ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა და აშკარაა, რომ ის კატალონიური კლუბის გულშემატკივრებში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს.

Goal-ის ინფორმაციით, გასული ერთი დღის განმავლობაში, “ბარსელონას” მაღაზიებში პაულინიოს მხოლოდ ერთი მაისური გაიყიდა. თუმცა, ამას ობიექტური მიზეზები აქვს და ეს მხოლოდ გულშემატკივრების ფეხბურთელისადმი დამოკიდებულებით არაა განპირობებული.

ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ “ბარსელონას” ოფიციალურ მაღაზიებში პაულინიოს 15-ნომრიანი მაისურები გაყიდვაში ჯერ არაა და თუ ვინმეს მისი შეძენა სურს, შეკვეთა უნდა მისცეს. სწორედ ასე მოიქცა ერთ-ერთი ჩინელი გულშემაკივარი, რომელიც პაულინიოს ერთადერთი ოფიციალური მაისურის მფლობელია.

მთავარი მიზეზი კი სამწუხაროა – ბარსელონაში გუშინ განხორციელებული ტერაქტის გამო, პაულინიოსთვის არავის სცალია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში