მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პაულინიო “ბარსელონას” ისტორიაში მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

პაულინიო “ბარსელონას” ისტორიაში მე-4 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია

როგორც იცით, პაულინიოს ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდა და სატრანსფერო თანხაც დასახელდა: “ბარსელონამ” “გუანჩჟოუ ევერგრანდს” 40 მილიონი ევრო გადაუხადა.

საიდუმლო არ არის, რომ “ბარსა” უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობების გუნდი სულაც არაა, სწორედ ამიტომ, ფეხბურთელებში დახარჯული თანხების რაოდენობაც სხვა კლუბებთან შედარებით მოკრძალებულია.

კატალონიელთა ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი ნეიმარია, რომლის სანაცვლოდაც 2013 წელს “ბარსელონამ” “სანტოსს” 88 მილიონი გადაუხადა. ის ასევე არის ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელი არა მხოლოდ “ბარსასთვის”, არამედ მსოფლიოს მასშტაბით: პსჟ-ს მიერ გადახდილი 222 მილიონი, ალბათ, ჯერ კიდევ დიდხანს დარჩება რეკორდულ სატრანსფერო თანხად.

მეორე ადგილზეა ლუის სუარესი (81 მილიონი ევრო), მესამეზე კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი (69 მილიონი ევრო).

აღსანიშნავია, რომ ამ სატრანსფერო ბაზარზე პაულინიო ლა ლიგის გუნდის ყველაზე ძვირიანი შენაძენია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში