არგენტინული El Grafico-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რასინგ აველიანედას” 19 წლის თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი “ბარსელონასა” და მადრიდის “ატლეტიკოს” ინტერესის სფეროში მოექცა.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელის აგენტმა “ატლეტიკოსთან” მოლაპარაკებები უკვე გამართა. “როხიბლანკო” მზადაა მარტინესის სანაცვლოდ მისი გამოსასყიდი თანხა, 9 მილიონი ევრო გადაიხადოს და ის ერთ წლით არგენტინის ჩემპიონატში დატოვოს. უახლოეს მომავალში “ბარსელონას” წარმომადგენლებთან შეხვედრაც იგეგმება.
ლაუტარო მარტინესმა, არგენტინის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, 23 შეხვედრაში, 9 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.