რონალდინიომ დღევანდელ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედოვნებს, მისი თანამემამულე იქნება ფეხბურთელი, რომელიც მესისა და რონალდუს დონეს მიაღწევს და მათ “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში დაამარცხებს.
რაც შეეხენა მიმდინარე წლის საუკეთესო ფეხბურთელებს, მისთვის 2 ფავორიტი ნათელია: “ვფიქრობ საკითხი კვლავ მესისა და რონალდუს შორის გადაწყდება”.
“მსოფლიოს მასშტაბით ბევრი კარგი ფეხბურთელია. ნეიმარისთვის ახლა შესანიშნავი მომენტია და როგორც ბრაზილიელი, ველი, რომ როდესაც მესი და რონალდუ ოდნავ მოუკლებენ, “ოქროს ბურთს” სწორედ ნეიმარი დაისაკუთრებს.”



