“ბარსელონას” ბრაზილიელი ლეგენდა რონალდინიო მიიჩნევს, რომ ნეიმარის წასვლის შემდეგ კატალონიურ გუნდში არსებული სიცარიელის შევსება მის თანამემამულეს, ფილიპე კოუტინიოს შეუძლია.
“მსოფლიოში ძალიან ცოტა ფეხბურთელია, რომლებსაც ნეიმარის შეცვლა შეუძლიათ და ჩემი აზრით, ერთ-ერთი მათგანი კოუტინიოა.
ის იმ დონის ფეხბურთელია, რომ ნეიმარის წასვლის შედეგად გაჩენილი სიცარიელის ამოვსება შეუძლია. თუმცა, ფეხბურთელის ფასი “ლივერპულმაც” იცის და ეს ტრანსფერი ძვირი დაჯდება.” – ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Mirror.



