მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარესი ნეიმარზე: “რაც მალე გაირკვევა სიტუაცია, მით უკეთესი”

ლუის სუარესი ნეიმარზე: “რაც მალე გაირკვევა სიტუაცია, მით უკეთესი”

იმის გათვალისწინებით, რომ ნეიმარის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაიამიში გასამართი ამხანაგური “ელ კლასიკო” შეიძლება “ბარსელონას” შემტევი ტრიოსთვის ბოლო იყოს.

კლუბის ურუგვაელი თავდამსხმელი კი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომელიც ბრაზილიელის დარჩენაში დარწმუნებას ცდილობს. “რაც არ უნდა მოხდეს, მის მიმართ სითბოს არასდროს დავკარგავთ. ჩვენ მისი გვესმის და მისი დარჩენა გვსურს. ჩემთვის ის მსოფლიოს 3 საუკეთესო ფეხბურთელიდან ერთ-ერთია და სამწუხარო იქნება, თუ წავა. მას ყველგან საუკეთესოს ვუსურვებ.” – განაცხადა “ბლაუგრანას” ცენტრ-ფორვარდმა.

ინიესტას მსგავსად, ლუისიც იმედოვნებს, რომ ეს საპნის ოპერა მალე დასრულდება. “სიტუაცია რაც მალე გაირკვევა, მით უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ნეიმარისთვისაც. ის მალე ყველაფერს აგვიხსნის და როგორც მისმა პარტნიორებმა, მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ და მხარი დავუჭიროთ.”

სუარესმა იმაზეც ისაუბრა, რომ გუნდს ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება სჭირდება და ამიტომ ვალვერდე როტაციებს “კლასიკოშიც” გამოიყენებს, მაგრამ “რეალთან” მატჩი ყოველთვის განსაკუთრებულია და გუნდს გამარჯვების მოპოვება სურს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში