კატალონიის “ბარსელონამ” “ლივერპულთან” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია, ბრაზილიელი ფეხბურთელი მზადაა “ლურჯ-ბროწეულისფრებს” შეუერთდეს, იტყობინება გამცოემა RAC1.
“ბარსელონამ” “ლივერპულს” ორი შეთავაზება გაუკეთა, პირველი – 80 მილიონ ევროს პლიუს 10-15 ბონუსების სახით და მეორე – 60 მილიონ ევროს პლიუს არდა თურანი. თავად კატალონიელებს მეორე ვარიანტი უფრო აწყობთ, მაგრამ მერსესაიდელები 80 მილიონ ევროს ითხოვენ.
წყაროს ინფორმაციით, “ბარსელონა” ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი შეიძინოს. კატალონიური კლუბისთვის ეს ორმაგად მომგებიანი იქნება, ვინაიდან, ეს ტრანსფერი მათ ნეიმარის შენარჩუნებაში დაეხმარებათ, რომელსაც ძალიან სურს თავის გუნდში კიდევ ერთი ბრაზილიელის ხილვა.


