როგორც სპორტული გამოცემა Sport იუწყება, “რომამ” “ბარსელონას” მუნირ ელ ჰადადის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა კატალონიელებმა ეს შეთავაზება უარყვეს.
იტალიელები ალტერნატივას ეძებენ რიად მაჰრეზისთვის, თუმცა “ბარსელონა” მუნირის ამ თანხად გაშვებას არ აპირებს.
მუნირის მიმართ ინტერესს ამსტერდამის “აიაქსი” და პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდიც გამოხატავს.



