მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალვერდე: “ნეიმარი უნდა შევინარჩუნოთ”

ვალვერდე: “ნეიმარი უნდა შევინარჩუნოთ”

“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე საერთაშორისო ჩემპიონთა თასის პირველ მატჩში (1:2) “იუვენტუსის” დამარცხების შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ კატალონიურმა კლუბმა ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი უნდა შეინარჩუნოს.

“ვცდილობდით, თამაშზე გავლენა გვქონოდა და ერთიანად გვეთამაშა. მთელი მატჩის განმავლობაში დომინირება გვინდოდა, მიუხედავად მეტოქის სიძლიერისა. ჩვენ იმ ეტაპზე ვიმყოფებით, როდესაც თითოეული სათამაშო წუთი გუნდში თავდაჯერებულობას ამაღლებს. თამაშში ბევრი დადებითი რამ დავინახე.

ნეიმარის გარეშე წინსვლას არ ვაპირებთ. გვინდა, რომ ის ჩვენთან დარჩეს. მისი მნიშვნელობა გუნდში ვიცით. ეს აშკარაა.

სერჟი რობერტო ნახევარდაცვაში დაბრუნდა, მაგრამ კარგია, რომ ის მრავალფეროვანია. დღეს მან მოედნის ცენტრში ითამაშა. მომავალში ამას ისევ ვიხილავთ.

სამპერმა, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელებმა, კარგად ითამაშა. იჯარით გატარებული გასული სეზონი მისთვის რთული იყო. მას ბევრი პრობლემა ჰქონდა. ჩვენ შევაფასებთ სამპერის მდგომარეობას. ის პრე-სეზონს ჩვენთან გაატარებს, შემდეგ კი, მასთან გასაუბრების შემდეგ, გადაწყვეტილებას მივიღებთ.

პრესინგს მთელი სეზონის განმავლობაში გამოვიყენებთ. გულწრფელად გეტყვით, ამაზე არ გვიმუშავია, რადგან დიდი დრო არ გვქონდა. პრესინგზე ვარჯიშებზე ვიმუშავებთ.

მესის დრო და დრო უკეთ გავიცნობ, მაგრამ მას ვერ აღმოვაჩენ. ლიონელს უკვე იცნობს ყველა. გვსიამოვნებს, როდესაც ის თამაშობს. შევეცდები და დავეხმარები მესის, რომ გუნდი უფრო უკეთესი გახდეს და მოიგოს მეტი ტიტული.

რაც შეეხება მესის პოზიციას, მე დავინახე მისი კონცენტრაცია შეტევაში და დაცვაშიც. მან სხვაზე უკეთ იცის, სად უნდა მიიღოს ბურთი”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში