“იუვენტუსის” ცენტრალური მცველი ჯორჯო კიელინი საერთაშორისო ჩემპიონთა თასის თამაშში (1:2) “ბარსელონასთან” წაგების შემდეგ კომენტარს აკეთებს.
“ეს იყო პირველი მატჩი, რომელიც რთული აღმოჩნდა. ჩვენ ვვარჯიშობდით მთელი ერთი კვირა, რომლის დროსაც ტურინში თავდაუზოგავად ვმუშაობდით. რა თქმა უნდა, მესისა და ნეიმარის წინააღმდეგ თამაში რთულია, როდესაც ფორმის პიკში არ იმყოფები.
მთლიანობაში კმაყოფილები ვართ. გავაგრძელებთ მუშაობას და კონდინციებს გავაუმჯობესებთ”, – აცხადებს კიელინი.


