მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ლიდერებმა ნეიმარი დარჩენაში დაარწმუნეს

“ბარსელონას” ლიდერებმა ნეიმარი დარჩენაში დაარწმუნეს

კატალონიის “ბარსელონას” წამყვანმა ფეხბურთელებმა გუნდის ბრაზილიელი ვარსკვლავს, ნეიმარ ჟუნიორს სთოვეს, რომ “პარი სენ-ჟერმენში” არ გადავიდეს, იტყობინება მადრიდული გამოცემა AS.

ხერარდ პიკე, ლუის სუარესი, ლეო მესი და სხვა ლიდერები ბრაზილიელს შეხვდნენ, რათა “ბარსელონაში” დარჩენაში დაერწმუნებინათ.

მანამდე კი ხავიერ მასკერანომ პრესას განუცხადა, რომ ნეიმარი “ბარსელონას” მომავალია, ხოლო სერხიო ბუსკეტსის თქმით, ბრაზილიელი კატალონიური გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.

AS-ის ინფორმაციით, თანაგუნდელებთან საუბრის შემდეგ ნეიმარმა დარჩენა გადაწყვიტა და “ბარსელონას” დატოვებაზე აღარ ფიქრობს.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი პარიზულ კლუბში გადავლასთან ძალიან ახლოს იყო, იმასაც კი წერდნენ, რომ მოთამეშემ ფრანგებთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში