ამ სტატიაში წარმოგიდგენთ “ბარსელონას” ხვალინდელი მეტოქის “ალმერიას” თასის სტატისტიკას წლევანდელ გათამაშებაში. “ალმერიამ” თასზე სულ 6 თამაში ჩაატარა, აღსანიშნავია, რომ გუნდმა 6 მატჩში წარმატებას მიაღწია ანუ გაიმარჯვა. 1/16 ფინალში “ალმერიას” ფეხბურთელებმა ტურნირიდან “რეალ” სოსიედადი გამოთიშეს, 1/8 ფინალში “მალიორკა”, რომელსაც ორ თამაშში 8 გოლი გაუტანეს და საპასუხოდ 6 მიიღეს, ორივე მატჩი 4:3 დასრულდა. ხოლო რაც შეეხება 1/2 ფინალთან მიმავალ გზას ანუ 1/4 ფინალს იქ “ალმერიამ” “ლა კორუნიის” “დეპორტივო” დაამარცხა ორი მატჩის ჯამში 4:2, ლა კორუნიელებმაც ორივე მატჩი დათმეს მეტოქესთან 1/4 ფინალში.
გუნდის საუკეთესო ბომბარდირი თასზე ულოაა, რომელსაც 6 ბურთი აქვს, აღსანიშნავია, რომ იგი კრისტიანუ რონალდუსთან ერთად ლიდერობს თასის ბომბარდირთა ჩამონათვალს, ხოლო მესამეზე კატალონის “ბარსელონას” 10 იანი იმყოფება, ლეო მესის 5 ბურთი აქვს შეგდებული “კოპა დელ რეიზე”.
“ალმერიას” ბურთების შეფარდება აქვს 17 : 11, ანუ +6.
აქვე გთავაზობთ ყველა ავტორს, რომელმაც ერთი ბურთი მაინც გაიტანა თასზე “ალმერიას” რიგებიდან:
Ulloa, 6 gols
Goitom, 3
Piatti, 2
Ortiz, 2
Corona, 1
Crusat, 1
Rinderoy, 1 (p.p. Deportivo)
Kalu Uche, 1



