“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ ჯერ კიდევ არ იცის, გაახანგრძლივებს თუ არა გუნდის კაპიტანი, ანდრეს ინიესტა კატალონიურ კლუბთან კონტრაქტს.
“ინიესტას კონტრაქტის გახანგრძლივება? ძალიან ადრე იქნებოდა ამ საკითხზე აღშფოთების გამოვლენა. მე არ შემიძლია მომავლის დანახვა. ვიმედოვნებ, რომ ის გუნდისთვის აქტიური და ძალიან სასარგებლო იქნება. შემდეგ კი ვნახავთ, როგორ განვითარდება სეზონი. ძალიან რთულია ასეთი დონის სხვა ფეხბურთელის პოვნა.” – განაცხადა ვალვერდემ.
33 წლის ინიესტას ამჟამინდელი კონტრაქტი “ლურჯ-ბროწეულისფერებთან” 2018 წლის ზაფხულამდეა ძალაში.



