“ბარსელონას” ნახევარმცველი, ივან რაკიტიჩი ამ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს არ დატოვებს, იტყობინება Sport.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიურმა კლუბმა, შესაძლოა, ხორვატი ფეხბურთელი “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველის, მარკო ვერატის ტრანსფერში ჩართოს.
მიუხედავად ამისა, თავად 29 წლის მოთამაშე არ აპირებს “ბარსას” დატოვებას ამ ზაფხულში. მარტში მან კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, ახლა კი საცხოვრებლად ახალ სახლში გადადის და კატალონიის დედაქალაქში ცხოვრებით სრულად კმაყოფილია.
ამასთანავე, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ახალი მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე რაკიტიჩზე იმედებს ამყარებს და მასში მნიშვნელოვან შემსრულებელს ხედავს თავის სათამაშო მოდელში.



