ჩინური “გუანჩჟოუ ევერგრანდის” მთავარი მწვრთნელი, ლუის ფელიპე სკოლარი მზადაა თავისი გუნდის ნახევარმცველი, პაულინიო “ბარსელონაში” გაუშვას.
Sport.es-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი სპეციალისტი არ აპირებს თავის თანამემამულესთან კონფლიქტზე წავიდეს, ვინაიდან იცის, რომ 28 წლის ფეხბურთელს დიდ კლუბში თამაშის შანსი, შესაძლოა, აღარ ჰქონდეს. თუმცა, ამ ტრანსფერის მთავარი დაბრკოლება ჩინური კლუბის მფლობელი, ჰუ იაიინია, რომელსაც პაულინიოს გაშვება არ სურს.