“ბარსელონას” ნახევარმცველმა, რაფინია ალკანტარამ ისაუბრა იმაზე, თუ რა სჭირდება ფეხბურთელს წარმატების მისაღწევად. ბრაზილიელმა ბოლო წლებში ტრავმა არაერთხელ მიიღო, მაგრამ მას იმედი არ დაუკარგავს.
“მორწმუნე პიროვნება წარმატებულია, მომთმენი – ბევრად უფრო კარგ შედეგს აჩვენებს, ხოლო მებრძოლი – საუკეთესო მიღწევებს აფიქსირებს.”-წერს ალკანტარა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.
გასულ სეზონში ალკანტარამ პრიმერაში 18 მატჩი ჩაატარა, აქედან 14 კი ძირთად შემადგენლობაში დაიწყო. მან აქტივში 6 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.



