“ბარსელონას” ლეგენდარული ფორვარდი, რივალდო დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში კატალონიური გრანდი წარმატებას მიაღწევს. ბრაზილიელმა “ბლაუგრანას” ახალი თავკაცის, ერნესტო ვალვერდეს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“ნეიმარი “ბარსელონაში” ბედნიერია და ამ გუნდში წარმატებას მიაღწევს. ბრაზილიელი მესის გზას გაჰყვება.
ვალვერდე ძალიან კარგი მწვრთნელია. მან “ატლეტიკსა” და საბერძნეთში შესანიშნავი სამუშაო გასწია. “ბარსელონას” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა და ძლიერი თავკაცი ჰყავს, რის გამოც დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონი მათთვის წარმატებული იქნება.
რაც შეეხება პაულინიოს, არ ვიცი როგორ ვითარდება ტრანსფერის საკითხი. ის შესანიშნავი შენაძენი იქნება.“-ამბობს რივალდო.



