“აიაქსი” “ბარსელონას” ფორვარდის, მუნირ ელ ჰადადის გაფორმებასთან ახლოსაა.
ჰოლანდიური კლუბი ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ 14 მილიონ ევროს იხდის, მხარეები კი შეთანხმებას უახლოვდებიან, იტყობინება bladi.net.
ადრე ელ ჰადადით “ზენიტი” იყო დაინტერესებული. პეტერბურგელები მის სანაცვლოდ 20 მილიონს იხდიდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა რუსეთში გადაბარგებაზე უარი თქვა. გასულ სეზონში, მუნირი არენდის წესით “ვალენსიაში” ასპარეზობდა.



