“ბარსელონას” ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე მიიჩნევს, რომ როდესაც ამის საჭიროება იქნება, ლეო მესი ნახევარდაცვაში თამაშს დაიწყებს.
“ჩვენ ყველას ასაკი გვემატება და ჩვენი ფიზიკური მონაცემები კლებულობს. ეს ყველა ფეხბურთელს ემართება. ზოგ ჩვენგანზე ასაკის მატება მეტად მოქმედებს, ზოგზე – ნაკლებად. თუმცა, ყველანი ვცდილობთ, რომ ჩვენი თამაშის სტილი ორგანიზმის შესაძლებლობებს, მწვრთნელსა და თამაშის მოდელს შევუსაბამოთ.
დარწმუნებული ვარ, საჭიროების შემთხვევაში, მესი ნახევარდაცვაში ითამაშებს და “ბარსელონა” ამასთან ადაპტაციას მოახერხებს.” – ციტირებს პიკეს სიტყვებს Goal.


