გაბრიელ მილიტოს ეჭვი არ ეპარება, რომ “ბარსა” მალე დაიბრუნებს თავის სათამაშო ფორმას და საკუთარი სამშობლოდან კლუბის გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ წამდეთ საკუთარი კლუბის.
გაბრიელ მილიტო ოპტიმისტია, მიუხედავად “ხეტაფესთან” წაგებული მატჩისა, მცველი გვარწმუნებს, რომ იგი აბსოლიტურად თავდაჯერებულია: “ბარსელონა” აღმოფხვრის ჩამორჩენას და გავა წინ. მე არ მჯერა, რომ ჩვენ კრიზისში ვიმყოფებით. ჩვენ ძლიერები ვართ “კამპ ნოუზე”, მაგრამ ეს ესე არ არის საკუთარ მოედანს გარეთ. ცხადია, რომ ჩვენ რამე უნდა მოვიმოქმედოთ და სწორედ ამისთვსი არსებობს ერთიანი გუნდი”.
– თქვენ თვლით, რომ კრიტიკა სამართლიანია?
– ლოგიკურია, რომ როდესაც შენ თამაშობ “ბარსაში”, ყველა ცდილობს შენს განსჯას. ეს ნორმალურია და მემგონი სასარგებლოც არის. ამ შემთხვევაში არის არ დავკარგოთ სიმშვიდე და არ დავივიწყოთ ჩვენი მიზნები.
– რომელი მიზნები?
– ჩვენი მიზანი არის მოვიგოთ ჩემპიონატი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ამის მისაღწევად ჩვენ უნდა შევცვალოთ გასვლით თამაშებში ქულების კარგვის დინამიკა. ჩვენ ჩვენს თავს მეტი ქულების დაკარგვის უფლება არ უნდა მივცეთ.
– პასუხისმგებელი ფრანკ რაიკაარდია?
– იმისათვის, რომ წავიდეთ წინ, საჭირო არის ერთიანობა ფეხბურთელებს, ტექნიკურ პერსონალსა ხელმძღვანელობას შორის და ეს არსებობს. დღეს ჩვენ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ის, რაც მიდის კარგად, მაგრამ არა ძალიან კარგად. ჩვენ ყველაფერზე ვრეაგირებთ. რაც შეეხება რაიკაარდს, იგი ჩვენი, ყველას მხარდაჭერით სარგებლობს.
– დღეს ძალზე ბევრი აკრიტიკებს რონალდინიოს
– რონი “ბარსელონასთვის” ძალზე ბევრს ნიშნავს, მაგრამ ის ადამიანია. საქმე იმაში კი არ არის, რომ იგი თამაშობს ცუდად, სრულიადაც არა, იგი კარგად თამაშობს, უბრალოდ გულშემატკივრებს სურთ კარგი კი არა, შესანიშნავი ფეხბურთის ხილვა, თან ყოველთვის. რონალდინიომ იცის, რომ ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ მას და მის მხარეს ვართ.
– ეტო’ოს სიტყვებით რონალდინიოს ისევ ნომერ პირველია…
– ძალზე შესაფერისი სიტყვებია. რონი გამორჩეული ფეხბურთელია და ამასთანავე ჩვენ ყველას გვანიჭებს ბედნიერებას.
– იქნება “რეალთან” მატჩი განსაკუთრებული მომენტი?
– ამ თამაშამდე ჯერ კიდევ დიდი დრო არის. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი თამაში გვაქვს ჩასატარებელი და ბევრი გვაქვს გადასატანი. ჩვენი მთავარი სურვილი არის წარმატებით ვითამაშოთ ჩემპიონატის უკანასკნელ მატჩამდე და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ.
– როგორ გრძნობენ ფეხბურთელები თავს გასახდელში?
– ძალზე ძლიერად. გუნდი ერთიანი და მშვიდია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რა არის ჩვენს თამაშში გასაუმჯობესებელი.
წყარო: www.barcamania.ru