ჩინური “გუანჩჟოუ ევერგრანდის” მფლობელმა, სიუი ჩჟაიინმა თავისი გუნდის ბრაზილიელი ნახევარმცველის, პაულინიოს გაყიდვა გამორიცხა, რომლის მომსახურებითაც “ბარსელონა” იყო დაინტერესებული.
როგორც Mundo Deportivo იტყობინება, ასეთი გადაწყვეტილება აზიური კლუბის მფლობელმა მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა გუნდმა მნიშვნელოვან მატჩებში რიგი მარცხი განიცადა. გარდა ამისა, “გუანჩჟოუ ევერგრანდში” მიიჩნევენ, რომ უკვე უახლოეს პარასკევს ჩინეთში სატრანსფერო ფანჯარა იხურება, ამიტომაც კლუბს ბრაზილიელის შემცვლელის პოვნა გაუჭირდება.


