“ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარ ჟუნიორი, შვებულების ბოლო დღეებს აქტიურად ატარებს. სამოყვარულო ტურნირში მონაწილეობის შემდეგ, ის ჟურნალისტებს ესაუბრა და არც ხუმრობას მორიდებია.
საკუთარ მომავალთან დაკავშირებით, ნეიმარმა განაცხადა: “ყველაფერი შესაძლებელია. არავინ იცის, რა მოხდება…”
ჟურნალისტმა ბრაზილიელზე ზეწოლა განაგრძო და მას ჰკითხა, გადავიდოდა თუ არა “მანჩესტერ იუნაიტედში”, რაზეც ნეიმარმა ხუმრობით უპასუხა: “კი… ან “ეიბარში”.


