“ბარსელონას” ნახევარმცველს, არდა თურანს ესპანური გრანდის დატოვება არ სურს, იტყობინება Sport. თურქ ფეხბურთელს სხვა კლუბებისგან ისეთი წინადადება არ მიუღია, რომელიც მის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
არდა მიიჩნევს, რომ შეუძლია ერნესტო ვალვერდე საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნოს, მაგრამ ფეხბურთელის გეგმები ხელმძღვანელობისას არ ემთხვევა. ესპანეთის ვიცე-ჩემპიონი მთელი ძალებით ცდილობს მარკო ვერატის გაფორმებას და მის სტრატეგიაში მნიშვნელოვან როლს სწორედ თურანის ტრანსფერით მიღებული თანხა თამაშობს.
ნებისმიერ შემთხვევაში, ფეხბურთელს “ბარსელონასთან” კონფქლიტი არ სურს და თურქი მზადაა მომგებიანი წინადადებები განიხილოს.
ჩინური კლუბი, “გუანჩჟოუ ევერგრანდი”, რომელიც თურანის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს იხდიდა, ხოლო თავად ფეხბურთელს ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 20 მილიონ ევროს ჰპირდებოდა, მისით აღარ ინტერესდება.
მედიის ინფორმაციით, მოცემულ მომენტში თურანით “არსენალი”, “იუვენტუსი”, “ფენერბაჰჩე”, “ბეშიქთაში” და “გალათასარაი” ინტერესდებიან.