როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონამ” გასული ზაფხულების სატრანსფერო ფანჯრებზე საკმაოდ ბევრი ფეხბურთელი გაუშვა. აღნიშნული ტრანსფერები კი კლუბისთვის მთლად სახარბიელოდ ვერ მიმდინარეობს, რადგან “ბლაუგრანამ” ტელიოში მხოლოდ 4 მილიონი ევრო მიიღო, მაშინ, როცა “რეალმა” მარიანოს განათხოვრებით 8. ასევე, 6 მილიონად გაშვებულ დეულოფეუში “ბარსელონას” 12 მილიონის გადახდა მოუწია.
რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება კლუბს ნამდვილად სანანებელი გაუხდა. ყველაზე მთავარი, ალბათ, დანი ალვესია, რომლის წასვლის შემდეგ მისი ადგილი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვერავინ დაიკავა. ამასთან, სანდრო რამირესი, რომელიც “მალაგაში” შესანიშნავად გაიხსნა და მშობლიურ გუნდს ჩემპიონობის შანსებიც დააკარგინა. გასახსენებელია მარტინ მონტოიაც, რომლის სანაცვლოდაც “ბარსას” გასულ ზაფხულში არანაირი თანხა არ მიუღია.
ერთადერთი, ბრავოს 20 მილიონად გაშვება გამოდგა ხელსაყრელი. სხვა მხრივ, 8 მილიონად გაყიდული ბარტრა და 2 მილიონად გაყიდული ადრიანო არადამაკმაყოფილებელ შეგრძნებას იწვევს.
გთავაზობთ კატალონიელთა მიერ გაყიდული ფეხბურთელების სიას:
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მათგანში საკმაოდ ხელსაყრელი თანხა მიიღეს, კატალონიელთათვის ბევრი ტრანსფერი სანანებელი აღმოჩნდა. ასეთია მაგალითად პედროს ტრანსფერი 30 მილიონ ევროდ “ჩელსიში” და განსაკუთრებით ტიაგო ალკანტარას ტრანსფერი “ბაიერნში” 25 მილიონად.
ასევე სახსენებელია ალექსის სანჩესი და სესკ ფაბრეგასი, რომელიც დაახლოებით იმავე თანხის სანაცვლოდ წავიდნენ, რის სანაცვლოდაც მოვიდნენ. ჩილელმა თავდამსხმელმა ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმა 37 მილიონად მოირგო და ლონდონის “არსენალში” 40 მილიონად გადავიდა, ფაბრეგასის ფასებიც 36-40 მილიონებში მერყეობს.
მიუხედავად ამისა, რამდენიმე ფეხბურთელის ტრანსფერი “ბარსელონასთვის” მომგებიანიც იყო, რადგან გასულ სეზონებში მათი თამაშის ხარისხი არც თუ ისე მაღალი გახლდათ.




