workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
22 იანვარი – ისტორიული დღე

22 იანვარი – ისტორიული დღე

ზუსტად 22 წლის წინ , იოჰან კრუიფის დაჟინებული თხოვნით კლუბმა შეიძინა მცველი რონალდ კუმანი, ფეხბურთელი, რომელიც დაცვის გარდა შეტევაშიც ბრწყინვალე იყო, გამჭოლი მაგიური გადაცემები, მისი ერთ–ერთი ყველაზე დიდი პლიუსი იყო. 

უმანი ყოველთვის იქნება ყურადღების მიქცევის ღირსი “ბარსელონას” ისტორიაში, რადგან მან 1992 წელს უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის ფინალში “უემბლიზე”, რამაც დიდი გამარჯვება მოუტანა გუნდს. მაშინ “ბარსელონამ” პირველი ლიგის თასი მოიპოვა. კუმანი შეუდარებელი იყო გადამწყვეტ ფაზაში, ანუ შეტევის დაგვირგვინებაში. იმისდა მიუხედავად, რომ იგი მცველი იყო ჰქონდა ისეთი შედეგი, რომელიც თვით ცენტრ – ფორვარდსაც შეშურდებოდა.  345 მატჩში 102 გოლი.

განსაკუთრებით კუმანი სტანდარტებს ასრულებდა კარგად, მან კლუბში 6 დაუვიწყარი სეზონი გაატარა. იგი კლუბის ცოცხალი ლეგენდაა. ამიტომაც დღევანდელი დღე 22 იანვარი, მართლაც, რომ ისტორიული დღეა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში