მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარადონა: “გამიხარდებოდა, თუ რონალდუ არგენტინელი იქნებოდა, მაგრამ…”

მარადონა: “გამიხარდებოდა, თუ რონალდუ არგენტინელი იქნებოდა, მაგრამ…”

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონა აცხადებს, რომ გაუხარდებოდა, თუ კრიშტიანუ რონალდუ არგენტინელი იქნებოდა, თუმცა ის, პორტუგალიელზე წინ, კვლავ ლეო მესის აყენებს.

“კრიშტიანუ ნამდვილი ცხოველია. გამიხარდებოდა, თუ ის არგენტინელი იქნებოდა.

თუმცა, მე, კვლავ მესის ვამჯობინებ. ის ფეხბურთის თამაშზე გიჟდება და მეტოქეზე წასვლას არ ერიდება. ლეოს არ შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატი მარტომ მოიგოს. და თუ მან ეს ტურნირი ვერ მოიგო, ჩვენ ის მაინც დაგვამახსვორდება.” – ციტირებს მარადონას სიტყვებს Goal.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, დაახლოებით ასეთივე კომენტარი გააკეთა პელემ. ფეხბურთის მეფედ წოდებულმა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა განაცხადა, რომ დღესდღეობით საუკეთესო კრიშტიანუ რონალდუა, მაგრამ თუ მას ამ ორ ფეხბურთელს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევდა, გუნდში მესის აიყვანდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში