workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალონსო: ვნახოთ, შეძლებს თუ არა “სევილია” “ინტერის” მსგავს თამაშს

ალონსო: ვნახოთ, შეძლებს თუ არა “სევილია” “ინტერის” მსგავს თამაშს

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ხაბი ალონსო შეეხო პრიმერა დივიზიონის 37-ე ტურის მატჩს, რომელსაც მისი გუნდი ბილბაოს “ატლეტიკთან” გამართავს, ასევე იმედი გამოთქვა, რომ “სევილია” “ბარსელონასთვის” ქულების ართმევას შეძლებს.
“ვნახოთ, შეძლებს თუ არა “სევილია” დაცვაში საიმედო თამაშს და ეცდება თუ არა სწრაფი კონტრშეტევების განხორციელებას. “ინტერმა” ასეთ სტილში ითამაშა და ამას რამდენად შეძლებენ ანდალუზიელები ერთად ვიხილავთ.
“ატლეტიკი” თავისი მიზნებისთვის იბრძოლებს და ცხადია ჩვენც რთული მატჩი გველის. მე დიდ პატივს ვცემ ამ გუნდს.როდესაც “რეალ სოსიედადში” ვიყავი, დერბის დროს დიდი ბრძოლები იმართებოდა. იმედი მაქვს “სოსიედადი” მომავალ სეზონში პრიმერა დივიზიონში ითამაშებს და ეს დაპირისპირებები კვლავ განახლდება”, – ალონსოს სიტყვები მოჰყავს AS-ს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მადრიდის “რეალი” ბილბაოს “ატლეტიკთანაც” დამარცხდა და “სევილიასთანაც”.

წყარო: Sports.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში