15 ივნისი “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. სწორედ ამ დღეს, 14 წლის წინ კლუბის პრეზიდენტი გახდა ჟოან ლაპორტა, რომელიც 6 კანდიდატს შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო.
1950 წლის 15 ივნისს, “ბარსელონასთან” კონტრაქტი გააფორმა ლეგენდარულმა ლადისლავ კუბალამ, რომელმაც დისკვალიფიკაციის გამო ოფიციალური შეხვედრა აქედან 1 წლის შემდეგ ჩაატარა.
1964 წლის 15 ივნისს, კოპენჰაგენში დაიბადა მიკაელ ლაუდრუპი, რომელმაც “ბარსელონას” შემადგენლობაში 5 სეზონი ჩაატარა. 1999 წელს ის პრიმერა დივიზიონის ოცწლეულის საუკეთესო ლეგიონერად აღიარეს, 2006 წლის ნოემბერში კი დანიის ყველა ნომერ პირველ ფეხბურთელად დაასახელეს. დღეს, “ბლაუგრანას” ყოფილი მოთამაშე 53 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ბართომეუ უნდა დარჩეს!
ukomentarod