მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სტოიჩკოვი: “ბარსელონას” მსგავსი მიღწევა “რეალს” მხოლოდ დაესიზმრება”

სტოიჩკოვი: “ბარსელონას” მსგავსი მიღწევა “რეალს” მხოლოდ დაესიზმრება”

“ბარსელონას” ბულგარელი ლეგენდა ხრისტო სტოიჩკოვი, რომელიც “რეალის” მიმართ რადიკალურ გამონათქვამებს არასდროს ერიდებოდა, მადრიდული გუნდისადმი კეთილი დამოკიდებულებით არც ამჯერად გამოირჩა.

“ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის არც მიყურებია. რთულია, როდესაც “რეალი” იგებს და ვერაფერს ვცვლი. ეს გუნდი, 10 წლის განმავლობაში, ჩემპიონი 3-ჯერ გახდა. ეს სირცხვილია! ნამდვილი სირცხვილი.

ბოლო 30 წლის განმავლობაში, “რეალმა” ესპანეთის ჩემპიონატი 7-ჯერ მოიგო. ისეთი შესაძლებლობებით, როგორიც ამ კლუბს აქვს, ეს უბრალოდ სირცხვილია! “რეალს” არ შეუძლია სეზონში 5 ტიტული მოიგოს, როგორც ეს “ბარსელონას” შეუძლია. ასეთი მიღწევა მადრიდელებს მხოლოდ დაესიზმრებათ.” – განაცხადა სტოიჩკოვმა რუსულ R-Sport-თან საუბრისას

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში