მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუმანი: “ვალვერდე? ვნახოთ, რა მოხდება”

კუმანი: “ვალვერდე? ვნახოთ, რა მოხდება”

“ბარსელონას” ჰოლანდიელი ლეგენდა რონალდ კუმანი, კატალონიური კლუბის ახალ მთავარ მწვრთნელთან, ერნესტო ვალვერდესთნ დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უცნაურად პასუხობს.

კუმანმა, იოჰან კრუიფის ფონდის მიერ ორგანიზებულ გოლფის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. ტურნირის მიმდინარეობისას, მას ერნესტო ვალვერდეზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს. “ჩემგან რისი მოსმენა გინდათ ვალვერდესთან დაკავშირებით? ვნახოთ, რა მოხდება. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ “ბარსელონადან” არავინ დამკავშირებია და მწვრთნელობა არავის შემოუთავაზებია.” – აცხადებს კუმანი, რომელმაც კატალონიური კლუბის გაწვრთნის სურვილი არაერთხელ გამოთქვა და როგორც ჩანს, ის ცოტათი ნაწყენია.

კუმანმა კომენტარი ასევე გააკეთა “რეალის” მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე: “რეალი”, ჩემპიონთა ლიგაზე, საუკეთესო გუნდი იყო. მადრიდელებმა გამარჯვება დაიმსახურეს. თუმცა, მათი გვარდიოლას “ბარსელონასთან” შედარება არ შეიძლება. ის განსაკუთრებული გუნდი იყო.” – ციტირებს კუმანის სიტყვებს Sport.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში