“ბარსელონას” სამიზნე, კრისტიან ერიკსენი თავის მომავალს “ტოტენჰემს” უკავშირებს, მაგრამ აღიარებს, რომ სამომავლოდ, უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობის წინააღმდეგი არ არის.
“ფეხბურთელების ირგვლივ მუდამ უამრავი ჭორი ვრცელდება. მე “ტოტენჰემთან” კონტრაქტი მაკავშირებს და არსად წასვლას არ ვაპირებ. არ ვიცი რა მოხდება მომავალში.
“ბარსელონაზე” უარის თქმა ყველას არ შეუძლია! ასეთი მაღალი დონის გუნდში საკუთარი ძალების მოსინჯვა ჩემი ოცნებაა.”-ამბობს ერიკსენი.


