“ბარსელონას” დანიელ თავდამსხმელს, მარტინ ბრეითუეიტს ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე ამბიციური გეგმები აქვს.
დანიამ ევრო 2020 ძალიან რთულად დაიწყო – გუნდს ერთ-ერთი ლიდერი კრისტიან ერიკსენი გამოაკლდა, რასაც სასტარტო 2 თამაშის წაგება მოჰყვა. თუმცა ბოლო 2 მატჩში დანიელებმა გაილაღეს – რუსეთი 4-1, ხოლო უელსი 4-0 გაანადგურეს და 1/4-ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
ტელეარხ DR-თან საუბრისას დანიელთა ბოლო გოლის ავტორმა, მარტინ ბრეითუეიტმა შემდეგი განაცხადა:
ჩვენ ვიკინგები ვართ და აქ უბრალოდ არ ჩამოვსულვართ, დასაპყრობად ჩამოვედით. დღეს ეს ამსტერდამში გავაკეთეთ, ახლა კი ბაქოს ჯერია.
დანიის მომდევნო მეტოქე დღეს ნიდერლანდებისა და ჩეხეთის მატჩში გაირკვევა. 1/4-ფინალური დაპირისპირება 3 ივლისს, ბაქოში გაიმართება.




უყურე ამას რა დუხზეა.
ჰოლანდიას?! ერთი რამეც გასათვალისწინებელია, ჩეხეთი ტრადიციულად ნარინჯისფრებისათვის არის ვინ…
ვინ, ვინ და ყველაზე უფრო უხერხული მეტოქე
ცვეტში დამტკიცდა ეგ😂 საღოლ🙌
ერთი შენ ხარ ქერა ვიკინგი და მეორე, დემბელე-უმტიტი სუფთა სისხლის ფრანგი.
მიდი გამოიჩინე თავი, გაძვირდი და წადი მერე სადმე საშუალო დონის გუნდს დახატავ.
მე მგონი გაძვრნენ დანიელები მეოთხედფინალში😃
ჰოლანდიას?! ერთი რამეც გასათვალისწინებელია, ჩეხეთი ტრადიციულად ნარინჯისფრებისათვის არის ვინ…
ვინ, ვინ და ყველაზე უფრო უხერხული მეტოქე
კი კაი კაცი ხარ გულს რომ დებ მოედანზე, მარა მთლადაც ნუ გადაირევი მართლა ნაზარიო კიარ ხარ😂 მიდი ბრაიტ გაუტანე ჰოლანდიასაც იქნებ კაი ფასი დაგედოს❤️