ერიკსენის საგა – ის რაც ჩრდილში დარჩა

ერიკსენის საგა – ის რაც ჩრდილში დარჩა

სულ მცირე ხნის წინ უმძიმესი კადრები ვიხილეთ, კრისტიან ერიკსენი მოწყვეტით დაეცა მოედანზე და გაუნძრევლად ეგდო იქამდე, სანამ სასწრაფო სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს, ძალიან რთულია იმის ყურება, როცა ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავი ასეთი უმწეო და დაუცველია, თითქოს თანამედროვე ფეხბურთელებს ყველაფერი აქვთ იმისათვის, რომ თავი დაცულად იგრძნონ, მაგრამ არ ყოფილა ასე, ცხოვრება ვის რას მოუტანს არავინ იცის. 

ყველამ ემოციურ ფაქტორზე გააკეთა აქცენტი, რაც გასაგებია, მძიმე სანახაობასთან ერთად, დადებითი ემოციებიც მივიღეთ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ერიკსენი გადარჩა, ცოცხალია! ეს კი უპირველი და უმთავრესი ამბავია, მერე მეორე, მისი თანაგუნდელები სამაგალითოდ მოიქცნენ, გარს შემოეხვივნენ, რომ არავის ენახა უსუსური და უმწეო კრისტიან ერიკსენი, მათ შორის ოჯახის წევრებს, რომლებიც ალბათ იმავე მდგომარეობაში ჩავარდნებოდნენ უგონოდ მყოფი კრისტიანი რომ დაენახათ, უმძიმესი სანახავია როგორ უკეთებენ გულის მასაჟს ჯანმრთელ ადამიანს, სპორტსმენს, რომლის ცხოვრებაც პირველ რიგში სწორედ ჯანმთელობასთან ასოცირდება, დანიელები ვიკინგებივით მოიქცნენ, ასე ერთიანი ძალით გვანახეს, რომ ერთად არიან, თამაშშიც და მის მიღმაც. 

კარგი საქციელი იყო ფინელი გულშემატკივრის მხრიდანაც, ერიკსენის სახელს სკანდირებდნენ ფინელებთან ერთად, გვაჩვენეს, რომ ასეთ დროს, მთელი საფეხბურთო სამყარო ერთიანია, არ აქვს მნიშვნელობა რა ეროვნების ხარ და რა ფორმა გაცვია. 

გაიხსენეს დატრიალებული ტრაგედიები, ევროპისა თუ აფრიკის კონტინენტზე, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, საფეხბურთო მინდორზე ფატალური შემთხვევები გვინახავს, ამჯერად ყველაფერი კარგად დასრულდა, მაგრამ არავინ საუბრობს მიზეზებზე, თითქოს ჯერ ადრეა, ჯერ მიზეზი უნდა დადგინდეს, მაგრამ ნუთუ რთული მისახვედრია რატომ შეიძლება ფეხბურთელს გულმა უმტყუვნოს, მით უმეტეს, რომ მსოფლიო ფეხბურთის უდიდესი მწვრთნელები გვაფრთხილებდნენ ამის შესახებ. 

პეპ გვარდიოლა სეზონის დასაწყისში ამბობდა, ფეხბურთელები ასეთ რეჟიმს ვერ გაუძლებენ, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და არა რობოტებიო. ისმინა ვინმემ? არა. ეს თქვა იმ კაცმა, რომლის კლუბსაც ყველაზე დიდი სკამი აქვს, ყველა ტურნირზე სულ სხვა შემადგენლობა გამოჰყავს, მის გუნდს აქვს ისეთი სამედიცინო აპარატურა, რომელიც სხვას არც კი დაესიზმრება და მიუხედავად ამისა, მისი ფეხბურთელები მძიმე სათამაშო გრაფიკს ვერ უძლებენ, აღარაფერს ვამბობ დანარჩენებზე. 

იგივე თქვა იურგენ კლოპმა, გერმანელმა კაცმა, რომლისთვისაც ვარჯიში, დისციპლინა და რეჟიმი ცხოვრების საზრისია, ზუსტად იცის როდის არის საჭირო დასვენება, ამ სეზონში ამის საშუალება არ ჰქონია. 

3 დღეში ერთი თამაში, შეუსვენებლად! ხანდახან ორ დღეში ერთი თამაშიც ყოფილა, მგზავრობასთან ერთად. შეუძლებელია ამან გავლენა არ იქონიოს. ფეხბურთელებს აღდგენის საშუალება საერთოდ არ ეძლევათ. მოგეხსენებათ თამაშის მერე, ფეხბურთელებს აღდგენითი ვარჯიში აქვთ, მცირე დატვირთვით, ხანდახან ერთი დღე შესვენება აქვთ და მერე აღდგენა, თუ მძიმე გრაფიკია აღდგენა და ვარჯიში, თუ სამ დღეს დავითვლით, გამოვა, რომ აღდგენისა და წინასამატჩო ვარჯიშის გარდა, გუნდები ვერაფერს ასწრებენ, თანაც მთელი სეზონის განმავლობაში, ეს ნორმალური არ არის, ეს უბრალოდ სიგიჟეა! 

სანამ UEFA-მ მთელი ევროპული ფეხბურთი გაწირა და შედეგად გულგაჩერებული სუპერვარსკვლავი მივიღეთ, FIFA-მ და კონმებოლმა სამხრეთ ამერიკელები გაწირეს, გაუშვეს პირდაპირ ეპიდემიის ეპიცენტრში და ვირუსი ვირუსზე ვრცელდება, მოგება ვის ანაღვლებს, მთავარია ცოცხლები გადარჩნენ. 

დაიჩივლა ლუის სუარესმა, ჩვენი ჯანმრთელობა არავის აინტერესებსო და მართალიც არის, ფეხბურთელები მონებივით არიან. ხალხი სტადიონზე არ არის, გარეთ ყოფნა საშიშია, მაგრამ იძულებულნი არიან, რომ ითამაშონ, რატომ? იმიტომ, რომ ძალიან დიდ ბიზნესში არიან. 

დაიჩივლა ნეიმარმა, დაიჩივლა მესიმ.. არავის ანაღვლებს. 

რჩება შთაბეჭდილება, რომ სანამ რამე ტრაგედია არ დატრიალდება, მანამდე ეს სიგიჟე გაგრძელდება, მაგრამ საქმე ის არის, რომ არც ეს აინტერესებთ. ერიკსენი კინაღამ მოედანზე ჩაგვაკვდა, მილიონობით მაყურებლის თვალწინ, მაგრამ UEFA-მ დირექტივა გასცა, მოედანზე გახვალთ და ითამაშებთ, თუ არა და წაგება ჩაგეთვლებათო. – აბა რა ჰქვია ამას? აქ რომ არ დაიწერება, აი, ეგ ქვია. 

რა თქმა უნდა, ყველას გვურს, რომ ფეხბურთს ვუყუროთ, ევროპაშიც და ამერიკაშიც, ჩვენი ნება, რომ იყოს ყოველ დღე ფეხბურთი იქნებოდა, მაგრამ არა სხვისი ჯანმრთელობის ხარჯზე. 

ფაქტია, რომ ბიზნესმა ფეხბურთი თავიდან ბოლომდე შეჭამა, შესაძლოა უკვე დიდი ხანია ეს მოხდა, მაგრამ პანდემიამ ყველაფერს ფარდა ახადა. ეს ჩვენი მილიონერი ფეხბურთელებიც კი მონების როლში არიან, არადა, იყო დრო, როცა ფეხბურთს თავისუფლება მოჰქონდა, პირველი კოპა ამერიკაც კოლონიალიზმისგან გათავისუფლებას მიეძღვნა, ახლა კი შეიძლება ითქვას, რომ ტოტალიზატორებისა და სხვადასხვა ბიზნეს სექტორების მონობის ქვეშ იმყოფებიან. 

ამ ყველაფრის მერე, ძალიან ცინიკურია UEFA-ს გვერდებზე გამოქვეყნებული ერიკსენის ფოტოები და მის მხარდასაჭერად გამოთქმული გზავნილები. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (18)

  • nika 54
    15 ივნ 2021, 19:10

    მოკლედ გერმანულმა ტელეარხმა ZDF-მა, როცა ნახა პირველივე წუთზე ერიკსენის გაყინული თვალები და მომზადებული დეფიბრატორები, მაშინვე გათიშა ტრანსლიაცია სტადიონიდან რუსეთმა კი შოუ დადგაო და პირდაპირ ეთერში გვაყურებინაო, როგორ ტიროდნენ ფეხბურთელები, როგორ იწევდა ერიკსენის ცოლი მოედანზე ატირებული, როგორ აწყნარებდნენ ყველა ერთმანეთს, როგორ ყვიროდა მთელი სტადიონი ერიკსენის სახელს და როგორ მოაფარეს მას ფინური დროშა როცა მოედნიდან გაყავდათ-ო. ამას წერს რუსი ჟურნალისტი ევროსპორტზე და სწორედაც აღნიშნავს, რომ ამის შემდეგ უეფას მიერ მატჩის გაგრძელებაზე მიღებული გადაწყვეტილება საერთოდ ამ შოუს დამაგვირგვინებელი წერტილი იყოო.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    15 ივნ 2021, 01:47

    ციტატა: Milkshake

    ციტატა: პენდრაგონი

    ციტატა: Milkshake

    ციტატა: პენდრაგონი

    ციტატა: Milkshake

    ციტატა: Berlinetta♥
    დადგება ისააკისგან რამე, ულვაში თუ გაიპარსა


    ან წვერი თუ დაამატა, თორემ მარტო ულვაშით პედოფილს გავს რაღაც. რჩეულთა ხვედრია მხოლოდ ულვაშის ტარება ისე, რომ ან მექდიკელ კარტელს არ გავდე ან პედოფილს ან ორივეს ერთად.

    მოიცა ერთი თუ კაციხარ… სხვამ რა გააკეთა? ან პედრიმ რა გააფუჭა? ეგ აკონტროლებდა ტემპს, ეგ აწყნარებდა თამაშს, გამწვავებაზე ეგ მიდიოდა, პრესინგისას ბურთს იჭერდა და რაგინდა აბა რა გააკეთოს? ან რომ წერ პედრი გააქრეს მოედნიდან პსჟ-სთანო, რანაირაი კონცეფცია გაქვს ფეხბურთის… მაგ ლოგიკით დე იონგიც გააქრეს და დე იონგიც თუ უნიჭოა, პედრიც თუ უნიჭოა, იქეთ უილშირმა ხავი-ინი რომ გააქრო ერთხელ ისინიც უნიჭოები იყვნენ და ფეხბურთის დედასაც შე**** მაშინ რავიცი… ტიპი 18 წლის მოედანზე გამოდის და საუკეთესო თამაშს აჩვენებს ნაკრებში აქ კიდევ ისეთ რამეებს თხოვ მესისაც რომ ვერ მოთხოვს ვერავინ. ნახევარდაცვა კიდევ მარტო პედრი არაა არც ბარსაში და არც ნაკრებში. ინიესტა რომ ჩაგესვა ისიც წააგებდა პსჟსთან იმ იგრას


    იმ ინიესტას დდშვც პსჟ-ს ნახევარდაცვა რო ბურთს დაუმალავს. მე შენთან მაგ ფრაზის მერე კამათს აღარ ვაპირებ…


    ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს, სისტემის გარეშე, გუნდის გარეშე და გეგმის გარეშე ნებისმიერს და ნებისმიერ დროს დაუმალავენ ბურთს. ინიესტას კიარა მესის გადაახიეს სისტემის გარეშე ბურთი თავზე მერამდენე წელია.

    შენ თუ არ მეკამათები თავს არ ვიცოცხლებ…


    მესის ჩაფსმულის მენტალიტეტი გამომუშავებული აქვს უკვე წლებია ნუ გეშინია შენ… ინიესტას თავის დონის შემსრულებლები რო ყავდა გუნდში მაშინ ბურთს ვინ დაუმალავდა ნორმალური ადამიანი არ იტყვის მაგას. პირიქით მაგისი საქმე იყო ეგ. ერთი ორჯერ ყველას დაუმალავენ ბურთს და ერთი ორჯერ ყველა გუნდი შეიძლება აირიოს ეგრე და ეგრე ბორბლები რო დაუყენო პედრის უფრო სწრაფად იგორავებს მოედანზე…

    კაი

  • ჯერემი რენერი
    15 ივნ 2021, 01:41

    ერიქსენის კარიერა დამთავრდა.. იმედია დაასრულებს და აღარ გარისკავს..

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    15 ივნ 2021, 01:38

    ციტატა: Milkshake

    ციტატა: პენდრაგონი

    ციტატა: Milkshake

    ციტატა: Berlinetta♥
    დადგება ისააკისგან რამე, ულვაში თუ გაიპარსა


    ან წვერი თუ დაამატა, თორემ მარტო ულვაშით პედოფილს გავს რაღაც. რჩეულთა ხვედრია მხოლოდ ულვაშის ტარება ისე, რომ ან მექდიკელ კარტელს არ გავდე ან პედოფილს ან ორივეს ერთად.

    მოიცა ერთი თუ კაციხარ… სხვამ რა გააკეთა? ან პედრიმ რა გააფუჭა? ეგ აკონტროლებდა ტემპს, ეგ აწყნარებდა თამაშს, გამწვავებაზე ეგ მიდიოდა, პრესინგისას ბურთს იჭერდა და რაგინდა აბა რა გააკეთოს? ან რომ წერ პედრი გააქრეს მოედნიდან პსჟ-სთანო, რანაირაი კონცეფცია გაქვს ფეხბურთის… მაგ ლოგიკით დე იონგიც გააქრეს და დე იონგიც თუ უნიჭოა, პედრიც თუ უნიჭოა, იქეთ უილშირმა ხავი-ინი რომ გააქრო ერთხელ ისინიც უნიჭოები იყვნენ და ფეხბურთის დედასაც შე**** მაშინ რავიცი… ტიპი 18 წლის მოედანზე გამოდის და საუკეთესო თამაშს აჩვენებს ნაკრებში აქ კიდევ ისეთ რამეებს თხოვ მესისაც რომ ვერ მოთხოვს ვერავინ. ნახევარდაცვა კიდევ მარტო პედრი არაა არც ბარსაში და არც ნაკრებში. ინიესტა რომ ჩაგესვა ისიც წააგებდა პსჟსთან იმ იგრას


    იმ ინიესტას დდშვც პსჟ-ს ნახევარდაცვა რო ბურთს დაუმალავს. მე შენთან მაგ ფრაზის მერე კამათს აღარ ვაპირებ…


    ერთ კონკრეტულ ფეხბურთელს, სისტემის გარეშე, გუნდის გარეშე და გეგმის გარეშე ნებისმიერს და ნებისმიერ დროს დაუმალავენ ბურთს. ინიესტას კიარა მესის გადაახიეს სისტემის გარეშე ბურთი თავზე მერამდენე წელია.

    შენ თუ არ მეკამათები თავს არ ვიცოცხლებ…

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    15 ივნ 2021, 01:29

    ციტატა: Milkshake

    ციტატა: Berlinetta♥
    დადგება ისააკისგან რამე, ულვაში თუ გაიპარსა


    ან წვერი თუ დაამატა, თორემ მარტო ულვაშით პედოფილს გავს რაღაც. რჩეულთა ხვედრია მხოლოდ ულვაშის ტარება ისე, რომ ან მექდიკელ კარტელს არ გავდე ან პედოფილს ან ორივეს ერთად.

    მოიცა ერთი თუ კაციხარ… სხვამ რა გააკეთა? ან პედრიმ რა გააფუჭა? ეგ აკონტროლებდა ტემპს, ეგ აწყნარებდა თამაშს, გამწვავებაზე ეგ მიდიოდა, პრესინგისას ბურთს იჭერდა და რაგინდა აბა რა გააკეთოს? ან რომ წერ პედრი გააქრეს მოედნიდან პსჟ-სთანო, რანაირაი კონცეფცია გაქვს ფეხბურთის… მაგ ლოგიკით დე იონგიც გააქრეს და დე იონგიც თუ უნიჭოა, პედრიც თუ უნიჭოა, იქეთ უილშირმა ხავი-ინი რომ გააქრო ერთხელ ისინიც უნიჭოები იყვნენ და ფეხბურთის დედასაც შე**** მაშინ რავიცი… ტიპი 18 წლის მოედანზე გამოდის და საუკეთესო თამაშს აჩვენებს ნაკრებში აქ კიდევ ისეთ რამეებს თხოვ მესისაც რომ ვერ მოთხოვს ვერავინ. ნახევარდაცვა კიდევ მარტო პედრი არაა არც ბარსაში და არც ნაკრებში. ინიესტა რომ ჩაგესვა ისიც წააგებდა პსჟსთან იმ იგრას

  • rivaldo80
    15 ივნ 2021, 01:22

    პედრიზე უკეთესი ვინ იყოო საინტერესოაა??? ან პედრისგან რას ითხოვთ ორი ისეთი პასი დაუხაზა ალბას 90 წუთი უკეთესი ვინ გაკეთა ორივე გუნდში?? სულ ესე მძიმედ იწყება ესპანეთი ლევანდოვსკის თავი მოსკლავი ქონია თქვენი ლოგიკით სასაცილოა….)))))

    ციტატა: La Pulga10
    პენდრაგონი,
    აქ ისეთი ხალხი შემოდის,რომლებიც მესის ჩაჯმულ ჯუჯას ეძახიან,ტერ შტეგენს მსოფლიოში ყველაზე ცუდ მეკარეს,პედრის უნიჭოს,გვარდიოლას უნიჭო მწვრთნელად მოიხსენიებენ,აგუეროს ბალასტს ეძახიან,სუარესს მძორს და ა.შ. ამიტომ მეგობარო აზრი არ აქვს კამათს თავი დაანებე.


    მე მგონია სხვა გუნდის ქომაგები არიან და ფეხბურთი რომ არ იციან ეგ ისედაც ნათელია…ტიოებს ფინტაობა და სირბილი გონიათ მაგარი თამაში

  • La Pulga10
    15 ივნ 2021, 01:17

    პენდრაგონი,
    აქ ისეთი ხალხი შემოდის,რომლებიც მესის ჩაჯმულ ჯუჯას ეძახიან,ტერ შტეგენს მსოფლიოში ყველაზე ცუდ მეკარეს,პედრის უნიჭოს,გვარდიოლას უნიჭო მწვრთნელად მოიხსენიებენ,აგუეროს ბალასტს ეძახიან,სუარესს მძორს და ა.შ. ამიტომ მეგობარო აზრი არ აქვს კამათს თავი დაანებე.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    15 ივნ 2021, 01:01

    რაო რას წერდით აქ პედრი უნიჭოაო?:დ საუკეთესო იყო მოედანზე ესპანელთაგან.

  • Berlinetta♥
    15 ივნ 2021, 00:34

    დადგება ისააკისგან რამე, ულვაში თუ გაიპარსა

  • C.PC5
    15 ივნ 2021, 00:23

    სადაც პაკო ალკასერი მოიყვანეს ისაკიც გვეცადა🥺 ძაან კლასნი ბიჭია❤️

  • Don_Andresito
    15 ივნ 2021, 00:16

    ვეთანხმები ავტორს იმაში რაც ხდება აშკარად მონათმფლობელოვის ნიშნევია, გლადიატორებივით ექცევიან ფეხბურთელებს კორუმპირებული მონოპოლისტი ფიფა უეფა. უბრალოდ ერიკსენის შემთხვევა გადაღლასთან ყველაზე ნაკლებად თუ იქნება კავშირში, ინტერის სკამიდან არ ამდგარა. აბა ბრუნოს პედრის ფრენკის მაშინ რა გული უძლებთ, ყველას ორგანიზმი ერთი არაა გასაგებია, მარა ერიკსენის ინციდენტს მთლად გადაღლილობას ვერ დავაბრალებ. მგზავრობა კი მარა მაინც პოსტ კოვიდ თემაა , ზედმეტი ვარჯიში ან რამე,ან თუნდაც გადაღლილობაც, ვნახოთ. აი რაც კოპაზე ხდება, კოვიდ ეპიცენტრში შეყრილი ხალხი, ნაღდად დანაშაულია. და მართლა სანამ ცუდი არაფერი მოხდება ყურს არავინ შეიბერტყს.

  • La Pulga10
    15 ივნ 2021, 00:07

    Milkshake,
    კიდევ გეტყვი ჯიგარო.18 წლისაა,გაამახვილე ყურადღება 18 წლიიიიის,პირველი ევროა,გამოუცდელია და რას ელოდი ვერ ვხვდები?ჰეთ თრიკს?ჩავიმ 18 წლისამ მოიგო ევრო სოლოთი?ინიესტამ 18წლისამ?.100%დარწმუნებული ვარ მაგათზეც ეგრე იტყოდი.

  • azulgerana
    15 ივნ 2021, 00:05

    ფეოლა,
    რას იაზვობ სად დაინახე უზრდელობა რა LGBT კაცივით აკომენტარებ საიდან უნდა ვიცოდე სახელი ან რას იკბინები თუ რამე გინდა დაწერე გარკვევით და მიმართულებით, ხოლო თუ არ შეგიძლია კაცივით ილაპარაკო საერთოდ ნუ დაილაპარაკებ თორე შენნაირების გამო სამი სასამართლო გამოვიარე და ცოტა ზედმეტია ამდენი სასამართლო.

  • Albicelecte
    15 ივნ 2021, 00:04

    კარგი სტატიაა ფეოლა;
    დიდმა ფულმა ბოლო მოუღო ფეხბურთსაც და ყველა იმ სპორტსაც, სადაც კი მან შეაღწია
    კარგია კარგია ანაზღაურება, მაღალი სტანდარტები და გაამართული ინდუსტრია, მაგრამ ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს

    პერესის, რაიოლას და ტოტალიზატორების გადამკიდე არაფერია უკვე მოულოდნელი

  • Berlinetta♥
    14 ივნ 2021, 23:50

    გოგოები რომ არ იყვნენ ვიცი რასაც დავწერდი ამ ესპანეთის ნაკრებზე…

  • ფეოლა
    14 ივნ 2021, 23:29

    azulgerana,
    აქ მაინც ყველას ვაფრთხილებ პირველ ჯერზე, რომ ზრდილობის ნორმას არ გაცდნენ, სუბიექტს არა, გვაქვს ყველას სახელი, შეგიძლია ეგრე მომმართო.

    პანდემიიდან გამომდინარე გრაფიკი შეიცვალა ყველგან, რის მავნებლობაზეც ისაუბრა ყველამ ვისაც ფეხბურთთან შეხება აქვს და ოდნავ მაინც აზროვნებს.

    უეფას შეეძლო ფორმატის შეცვლა, ან მეორეხარისხოვანი ტურნირების გაუქმება, კალენდრის ნორმალიზევისთვის, მაგრამ არ გააკეთეს, იმიტომ, რომ ნაკლები თამაში ნაკლები ფულია.

    მარადონა კაკ რას მაგას წერს თავის წიგნში, რომ ტოტალიზატორებმა ფეხბურთი მოსპეს.

    ნუ, აქ არაადეკვატური კომენტარები ადრეც დაწერილა. ამ ერთხელ არაუშავს : ))

  • azulgerana
    14 ივნ 2021, 22:38

    და რა უნდა სუბიექტს ეხლა ამით რომ დაამტკიცოს? აღარ ივარჯიშონ თუ აღარ ითამაშონ გადავირთული გრაფიკით? მარადონას წიგნი წაიკითხოს ვურჩევ ჯიგარს. თუ ვინმეს თავი მონა ჰგონია მან უბრალოდ უარი უნდა თქვას საუკეთესო ხელფასზე და დაჯერდეს დინამო თბილისის ხელფას და ნუღა მოიკლავს თავს, დანიელი კი ძალიან შემეცოდა.

  • La Pulga10
    14 ივნ 2021, 22:37

    კრისტალს ბაზრობს ფეოლა!!!ჯიგარს არ ეზარება ამდენი წერა laughing ესე გააგრძელე კაია.