ფლორენციის “ფიორენტინა” “ბარსელონას” გარემარბის, კტისტიან ტელიოს გამოსყიდვას არ აპირებს და 25 წლის ფეხბურთელმა კარიერა, შესაძლოა, “ვალენსიაში” განაგრძოს. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
ტელიომ “ფიორენტინაში” წელიწადნახევარი არენდის წესით გაატარა. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ფლორენციელებმა “ბარსელონას” აცნობეს, რომ ისინი ფეხბურთელის გამოსყიდვას არ აპირებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გარემარბის თამაში “ვალენსიას” ახალ მთავარ მწვრთნელს, მარსელინიო გარსია ტორალს მოსწონს და შესაძლოა, ტელიომ თავი “ღამურებში” ამოჰყოს.
კრისტიან ტელიოს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.