მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვესს “ბარსელონაში” დაბრუნება უნდოდა, მაგრამ უარი მიიღო

ალვესს “ბარსელონაში” დაბრუნება უნდოდა, მაგრამ უარი მიიღო

მადრიდული Marca ძალიან საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, გასულ იანვარში, თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველს, დანი ალვესს, “ბარსელონაში” დაბრუნება სურდა, მაგრამ მან კატალონიური კლუბისგან უარი მიიღო.

ალვესი “ბარსელონადან” “იუვენტუსში” გასულ ზაფხულში გადავიდა. Marca-ს ცნობით, ვეტერან ბრაზილიელს ტურინთან ადაპტირება გაუჭირდა და იანვარში, მან კატალონიაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, თუმცა ყოფილი კლუბის წარმომადგენლებმა ამ საკითხის განხილვაც კი იუარეს.

როგორც იცით, ალვესის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. ტურინელებმა, ნახევარფინალში, “მონაკო” 4:1 დაამარცხეს, ბრაზილიელის აქტივში კი, 3 საგოლე გადაცემა და 1 გოლია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში