ესპანურმა მედიამ “ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტის, ჟორდი მესტრეს განცხადებაზე დაკვირვებით, კატალონიური კლუბის მომდევნო მთავარი მწვრთნელი დაასახელა.
Don Balon-ის ინფორმაციით, ესპანეთის მოქმედი ჩემპიონის მომდევნო მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე გახდება, რომელიც ამჟამად “ატლეტიკში” მოღვაწეობს. 53 წლის სპეციალისტი ასტურიელ ლუის ენრიკეს ჩაანაცვლებს.
სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ვალვერდეს “ატლეტიკის” გარდა “ესპანიოლში”, “ვილიარეალში”, “ვალენსიასა” და “ოლიმპიაკოსში” უმუშავია.



