მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვიდალი: “მესის სასჯელის გაუქმება ფეხბურთისთვის კარგია”

ვიდალი: “მესის სასჯელის გაუქმება ფეხბურთისთვის კარგია”

“ბაიერნის” ნახევარმცველი, არტურო ვიდალი FIFA-ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ლიონელ მესის დისკვალიფიკაციის გაუქმებასთან დაკავშირებით.

მარტის ბოლოს, მსაჯის შეურაცხყოფის გამო, ლიონელ მესი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, 5 მაისს კი FIFA-ს სააპელაციო კომიტეტმა არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ეროვნული გუნდის ლიდერის სასჯელი გააუქმა.

“არგენტინის ნაკრებისთვის, მესისა და ფეხბურთისთვის ეს კარგია. ყოველთვის სასიამოვნოა ლიონელის ეროვნული გუნდის მაისურით ხილვა, რადგან ის მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება. მინდა, რომ წესები ყველას მიმართებაში ერთნაირად მოქმედებდეს.“-განაცხადა ვიდალმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში