“ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა ჟორდი მესტრემ განაცხადა, რომ ხელმძღვანელობამ ლუის ენრიკეს შემცვლელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ამასთანავე, “ბლაუგრანას წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ლიონელ მესი კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
“ჩვენ უკვე ჩამოვყალიბდით მომდევნო მწვრთნელის კანდიდატურასთან დაკავშირებით, მაგრამ გადაწყვეტილებას სეზონის ბოლომდე არ გავასაჯაროებთ.
მესისთან მოლაპარაკების პროცესი გადამწყვეტ ფაზაშია. ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე დღის შემდეგ ყველა დეტალი უკვე შეთანხმებული იქნება.“-განაცხადა მესტრემ TV3-თან ინტერვიუში.



