გვარდიოლამ, წინა სამატჩო პრეს–კონფერენციაზე ილაპარაკა “მალაგაზე”.
“მათ ჰყავთ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი. ისინი, ასევე დაკავებულნი არიან, მილიტოს შეძენით.” “ბარსა” ლა ლიგის პირველ ნახევარს ამ კვირას ამთავრებს, “მალაგასთან” მატჩით, რომელიც ძალიან აქტიურობს ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე. მათ ჰყავთ საუკეთესო მწვრთნელი და ბევრი ახალი და გამოცდილი ფეხბურთელი, როგორიცაა დემიკელისი, ბაპტისტა ან მარესკა.
გვარდიოლამ ასევე თქვა, რომ მათ ჰყავთ სხვა კარგი ფეხბურთელებიც, – ახალგაზრდა კამაჩო და სწრაფი ელისეუ. და ის ამტკიცებდა, რომ ისინი მთავარ შემადგენლობაში სრული სიღრმით არიან. “მათ ჰყავთ ბევრი კარგი ფეხბურთელი და სწორედ ამიტომ, ისინი ვალდებულები არიან კარგად ითამაშონ. მანუელ პელეგრინის გუნდი ყოველთვის კარგად თამაშობს და მათი მიზანია – ითამაშონ კარგი ფეხბურთი და მოიპოვონ გამარჯვება. “ის არის კარგი მწვრთნელი, რომელიც ყოველთვის გვიქმნიდა პრობლემებს.”
პეპმა განაცხადა – “მე ვარ კმაყოფილი, განსაკუთრებით იმ გზით, რომელსაც ფეხბურთელები მიჰყვებიან. თუ მათ სურთ გამარჯვება, უნდა ჰქონდეთ თავისი თავის პატივისცემა და ენთუზიაზმი. ჩვენ შეგვიძლია, რომ იმაზე კარგად ვითამაშოთ მეორე ნახევარი, ვიდრე პირველი, ან ოდესმე გვითამაშია. თქვენ ალბად გინდათ, რომ რაც შეიძლება ბევრი ქულა დავაგროვოთ, მაგრამ ეს ძალიან ძნელია. გავიხსენოთ ჰერკულესთან მატჩი, რომელშიც 2–0 წავაგეთ”.
პეპმა განმარტა, თუ რატომ უნდა გაბი მილიტოს გუნდიდან წასვლა: მას “მალაგაში” თამაშის მეტი დრო მიეცემა. მე, შემდეგ რამდენიმე კვირას ვგეგმავ იმ აზრით, რომ ის ჩვენთან ერთად იქნება, და იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება. ის ჩვენთვის ისევ მნიშვნელოვანია. თუმცა, თუ ის დაგვტოვებს, რაც არ მინდა, რომ მოხდეს, მე იმ ფეხბურთელების იმედზე ვიქნები, რომლებიც “ბარსაში” დარჩებიან” – დაასრულა პეპმა.

გვარდიოლა: “მალაგამ” გააძლიერა თავისი გუნდი”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


