“ბარსელონას” მცველი, ჟერარ პიკე დარწმუნებილია, რომ მადრიდის “რეალი” ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებას დანაკარგის გარეშე ვერ დაასრულებს.
Don Balon-ის ინფორმაციით, 30 წლის ესპანელი მიიჩნევს, რომ “სევილიასა” და ვიგოს “სელტას” “რეალის” შეფერხება შეუძლიათ, რომლის შემტევი ტრიო კრიშტიანუ რონალდუს, ბენზემასა და გარეთ ბეილის სახით, სეზონის მეორე ნახევარში თავის საუკეთესო ფეხბურთს ვერ აჩვენებს.
პიკეს ლა ლიგის დარჩენილ 3 შეხვედრაში გამარჯვებას ისახავს მიზნად.


