მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ვალენსია” 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, თუ “ბარსელონა” პრიმერას მოიგებს

“ვალენსია” 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, თუ “ბარსელონა” პრიმერას მოიგებს

“ვალენსიას” ხელმძღვანელობა “ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონად ხილვის წინააღმდეგი არ იქნებოდა. საქმე იმაშია, რომ ამ შემთხვევაში “ღამურები” 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ, იტყობინება Sport.

ამ თანხას “ვალენსია” ანდრე გომეშის ტრანსფერისთვის მიიღებს, რომელიც კატალონიურ კლუბში მიმდინარე სეზონის სტარტამდე გადავიდა. “ბარსელონამ” ფეხბურთელის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა. გარდა ამისა, “ვალენსია” კიდევ ბონუსების სახით 20 მილიონ ევროს მიიღებს, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში ფეხბურთელის წარმატებების გამო. კერძოდ, “ვალენსია” ხუთჯერ მიიღებს 1 მილიონ ევროს, თუ ანდრე გომეში ამდენივეჯერ გახდება ქვეყნის ჩემპიონი “ბარსელონასთან” ერთად.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში