ლა ლიგის 33-ე ტურის მატჩში, მადრიდის “რეალი” “ბარსელონასთან” დამარცხდა, ანგარიშით 2:3. გთავაზობთ გუშინდელი შეხვედრის საინტერესო ფაქტებს.
– ტერ შტეგენმა “რეალის” წინააღმდეგ 12 სეივი გააკეთა, რაც 2003/04 წლების სეზონის შემდეგ, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მეკარეებს შორის საუკეთესო შედეგია.
– “ელ კლასიკოში” გაფორმებული დუბლების რაოდენობით მესი ალფრედო დი სტეფანოს გაუთანაბრდა (5).
– მესიმ “ბარსელონას” მაისურით მე-500 გოლი გაიტანა და მე-8 ფეხბურთელია, ვინც ერთი კლუბის შემადგენლობაში ასეთი შედეგი დააფიქსირა.
– “ბარსელონას” ბოლო 4 მწვრთნელი (ფრანკ რაიკაარდი, ხოსეპ გვარდიოლა, ტიტო ვილანოვა, ტატა მარტინო) უკანასკნელ “ელ კლასიკოში” დამარცხდა. ლუის ენრიკემ მათ წარუმატებელ სვლას წერტილი დაუსვა.
– სერხი რობერტომ “ბარსელონას” მაისურით 150-ე შეხვედრა ჩაატარა.
– “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბარსელონამ” მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში პირველად მოიგო.
– სერხიო რამოსმა “ელ კლასიკოში” მე-5 წითელი ბარათი მიიღო, რაც დაპირისპირების რეკორდია.
– მესიმ 6-მატჩანი მშრალი სერია შეწყვიტა “რეალის” წინააღმდეგ.
– ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში “რეალის” კარი მესიმ 16-ჯერ აიღო, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
– “ბარსელონამ” ზედიზედ 23-ე “ელ კლასიკოში” გაიტანა და ამით “რეალის” მრავალწლიანი რეკორდი დაამხო.
– მესიმ “რეალს” 23 გოლი გაუტანა და მას ტელმო სარას რეკორდამდე 1 ნაბიჯი აშორებს, რომელმაც “სამეფო კლუბის” კარი 24-ჯერ აიღო.
– კაზემირო ჟულიო ბაპტისტას შემდეგ (2007) “რეალში” მოთამაშე პირველი ბრაზილიელია, რომელმაც ლა ლიგაში “ბარსელონას” კარი აიღო.



