მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო “ბარსელონას” დატოვებას არ აპირებს

მასკერანო “ბარსელონას” დატოვებას არ აპირებს

“ბარსელონას” მცველი, ხავიერ მასკერანო სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს არ დატოვებს, იტყობინება Sport.

წყაროს ინფორმაციის თანახმად, არგენტინელმა ფეხბურთელმა უკვე სთხოვა კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობას, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სხვა კლუბებისგან წინადადებები არ განიხილოს.

ადრე ესპანურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ბარსელონაში” რევოლუციის მოხდენას აპირებენ. წასვლის ერთ-ერთ კანდიდატად კი მასკერანოც დასახელდა. ფეხბურთელის მომსახურებით “გალათასარაი” ინტერესდება, მაგრამ მოთამაშის უახლოესი გარემოცვა ამტკიცებს, რომ ის არ განიხილავს თურქული კლუბის შეთავაზებას.

მასკერანოს ამჟამინდელი კონტრაქტი “ბარსელონასთან” 2019 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში