ბარსელონელმა მხატვარმა, მეტსახელად “tvboy”-მ, “ელ კლასიკოს” წინ კატალონიის დედაქალაქის მაცხოვრებლები თავისი ნახატით გააოცა.
ბილბორდზე გამოსახული კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი ერთმანეთს ვნებიანად კოცნიან. ნახატის სახელია “სიყვარული ბრმაა”.
ერთ დღეში ფოტო მთელ ესპანეთში გავრცელდა და სოციალურ ქსელთა ჰიტად იქცა.
23 აპრილს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ელ კლასიკო” გაიმართება.



