მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატა: “ელ კლასიკო” ჩემპიონატის ბედს გადაწყვეტს”

მატა: “ელ კლასიკო” ჩემპიონატის ბედს გადაწყვეტს”

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი, ხუან მატა მიიჩნევს, რომ ლა ლიგის 33-ე ტურის შეხვედრა, “ბარსელონასა” და “რეალს” შორის, ესპანეთის ჩემპიონატის ბედს გადაწყვეტს.

32 მატჩის შემდეგ, მადრიდული გუნდი 75 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერია. სხვაობა ზიდანის კოლექტივსა და “ბარსას” შორის 3 ქულაა, მაგრამ “სამეფო კლუბს” თადარიგში 1 შეხვედრა აქვს ვიგოს “სელტას” წინააღმდეგ.

“ესპანეთის ჩემპიონატის ტიტულისთვის ბრძოლაში ცვლილება არ მომხდარა, “რეალმა” და “ბარსელონამ” თავიანთი შეხვედრები მოიგეს.

“ელ კლასიკოში” სასწორზე ლა ლიგის ტიტული იქნება. “-განაცხადა მატამ.

“რეალი” და “ბარსელონა” ერთმანეთს 23 აპრილს, “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაუპირისპირდებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში