19 აპრილს, “ბარსელონა” საშინაო არენაზე მორიგი “ქამბექის” შესრულებას შეეცდება, მაგრამ ამჟამად ბევრად უფრო სახიფათო მეტოქის, “იუვენტუსის” წინააღმდეგ.
კატალონიური კლუბი პირველ მეოთხედფინალურ მატჩში 0:3 დამარცხდა, განმეორებით შეხვედრაში კი კოლექტივს გულშემატკივართა მხარდაჭერა დასჭირდება.
“ბარსელონა” მატჩის მიმდინარეობისას “კამპ ნოუს” ტრიბუნებზე ნამდვილ სანახაობას გვპირდება. დაახლოებით, 90000 გულშემატკივარი გააწყობს მოზაიკას, წარწერით: “More than a club”, რაც ნიშნავს: “მეტი ვიდრე კლუბი“, ორივე კარის უკან კი სიტყვა “Barça”-ს ვიხილავთ.
![]()



