მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sport: ნეიმარს არდა ან ალკასერი შეცვლის

Sport: ნეიმარს არდა ან ალკასერი შეცვლის

კატალონიური Sport იუწყება, რომ ნეიმარს არდა ან ალკასერი შეცვლის. ასევე, განიხილება დენის სუარესის ვარიანტიც.

მოგეხსენებათ, ნეიმარმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ბრაზილიელი “კლასიკოს” გამოტოვებს. ლუის ენრიკეს ნეიმარის შემცვლელის 2 მთავარი კანდიდატი ჰყავს — პაკო ალკასერი და არდა თურანი.

ალკასერმა, ლა ლიგაში ბოლო 3 თამაშში მიიღო მონაწილეობა. მან ითამაშა “გრანადასთან” მე-17 წუთიდან. ანდალუსიაში მან მოახერხა გოლის გატანა და ასევე, ნეიმარის მიერ გატანილ გოლში მიიღო მონაწილეობა. “სევილიასთან” მატჩში ლუის ენრიკემ მას 25 წუთი დაუთმო. მწვანე მინდორზე გაატარა მან რამდენიმე წუთი “მალაგას” წინააღმდეგაც. ალკასერის შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის, რომ მისი სათამაშო პოზიცია არაა მარცხენა ფლანგი.

არდა თურანის შემთხვევაში კი საქმე პირიქითაა: თურქ ფეხბურთელს ნეიმარი ამ სეზონში არაერთხელ შეუცვლია და მარცხენა ფლანგზე თავს კარგად გრძნობს. მიმდინარე სეზონში, თურქის ანგარიშზე 13 გოლია, 2-ით ნაკლები ნეიმარის შედეგზე.

არდას შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ მან ტრავმა სულ ახლახანს მოირჩინა და მადრიდში გასამართ თამაშს, შესაძლოა, ბოლომდე მზად ვერ შეხვდეს.

დენის სუარესი?

გალისიელ ნახევარმცველს შეუძლია მარცხენა ფლანგზე თამაში. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “ბარსელონა ბ”-სა და “ვილიარეალში” მას მარცხენა ფლანგზე კარიერის საუკეთესო თამაშები აქვს ნათამაშები. მართალია, ის “ბარსაში” ნახევარდაცვაში თამაშობს, მაგრამ არ უნდა გაგვიკვირდეს მისი გამოჩენა ბრაზილიელის პოზიციაზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (16)

  • Guro messi
    schedule 15 აპრ 2017, 17:49

    დენისი ჯობია.არდას ტეავმის მოშუშება აცალონ.პაკო ვერ ითამაშებს მარცხნივ და დენისი კარგი ვარიანტია.ბიჭს სოსიედათთან დუბლი აქვს შენაგდები

  • lado-barca
    schedule 15 აპრ 2017, 15:04

    სამივე მაგარია!!!

  • theodore bagwell
    schedule 15 აპრ 2017, 13:15

    Alkaseri uketesia

  • Gallagher
    schedule 15 აპრ 2017, 11:29

    დენისი unamused

  • cezo45
    schedule 15 აპრ 2017, 11:26

    Rogorc gvardiola aketebda isee unda moxdes exlac enrikem iniesta unda gadaikvanos neimaris poziciazee marcxena tavdamsxmelad..

  • msd2004
    schedule 15 აპრ 2017, 11:12

    ციტატა: ექსპერტი

    ციტატა: ექსპერტი

    ციტატა: ექსპერტი
    4-4-2 უნდა ვითამაშოთ ასე
    —————————-შტეგენი————————
    მასკერრანო-პიკე-უმტიტი-ალბა-
    —–მესსი—–რაკეტა—-ბუსი—-ინიესტა—
    ——-/————–სუარესი——–პაკო———-


    რა არ მოგწონთ მითხარით

    მე ეს შემადგენლობა მირჩევნია
    ________________________შტეგო________________________

    ____________პიკე__________უმტიტი_______ალბა__________

    _______რობერტო_________რაკეტა_______ბუსი______ინი_____

    ___________მესი____________ჯეკა___________არდა_________

  • Mesi12
    schedule 15 აპრ 2017, 11:08

    ციტატა: GIo-GxP-FCB
    ათამაშეთ ნორმალურად ეს ალკასერი 2-3 თამაში შანსია ნეიმარის არ ყოფნა იქნება რა კაცია ნორმალურად არ ათამაშეს და უკვე უშვებს სასტავი გუნდიდან ადაპტაციას ბარცელონაში რომ უფრო მეტი დრო უნდა ვიდრე სხვა ნებისმიერ კლუბში მგონი ყველა უნდა ხვდებოდეს ამას


    Martali xar

  • KoCheQsa
    schedule 15 აპრ 2017, 11:00

    ალბათ არდა პირველ ტაიმში და მერე პაკო

  • anri barca
    schedule 15 აპრ 2017, 10:56

    დენსი სუარესი დააყენოს და ცვლილებაზე არდა შემოიყვანოს

  • GIo-GxP-FCB
    schedule 15 აპრ 2017, 10:35

    ათამაშეთ ნორმალურად ეს ალკასერი 2-3 თამაში შანსია ნეიმარის არ ყოფნა იქნება რა კაცია ნორმალურად არ ათამაშეს და უკვე უშვებს სასტავი გუნდიდან ადაპტაციას ბარცელონაში რომ უფრო მეტი დრო უნდა ვიდრე სხვა ნებისმიერ კლუბში მგონი ყველა უნდა ხვდებოდეს ამას

  • yifiani10
    schedule 15 აპრ 2017, 10:26

    არდა იუვენტუსთანაც მაგრად გვჭირდება. უნდა ითამაშოს დღეს 1 ტაიმი

  • yifiani10
    schedule 15 აპრ 2017, 10:26

    კარგი განლაგება იქნება ჩემი აზრითაც

  • Oto_barca
    schedule 15 აპრ 2017, 10:05

    რონალდომ მართლა გააუპატიურა ქალი? რა მოეპრიანა მაგასაც:(

  • barsa111
    schedule 15 აპრ 2017, 09:33

    Ardam unda itamashos erto taimi mainc ro klasikostvis moixodos

  • Mesi12
    schedule 15 აპრ 2017, 08:15

    13 goli aq gatanili ardas da misi gashveba rato gindat ver vxvdebi

    13 goliaq gatanili ardas da misi gashveba rato gindat ver vxvdebi

  • ROUCH
    schedule 15 აპრ 2017, 04:03

    არდა ძაან დაგვაკლდა რაც ტრამვა აქ, გომეშებს და მისთასნებს კი აჯობებდა თუ არ იფრენდა