არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, სესარ ლუის მენოტიმ მედიას ლიონელ მესისა და პაულო დიბალას შედარების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
“არ ვფიქრობ, რომ დიბალა მესიზე ძლიერი გახდება. მსგავს შედარებებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. პაულო ახალგაზრდაა და მას მშვიდად განვითარების უფლება უნდა მივცეთ.”-განაცხადა მენოტიმ.
თავად დიბალა თვლის, რომ ის “მომდევნო ლიონელ მესი” არ არის.



